ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიაზე - ერთი წელი იწვალეს და საბოლოო ჯამში, მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად, პარლამენტის აღიარება

1 წელი იწვალეს და საბოლოო ჯამში, მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად, პარლამენტის აღიარება და შევიდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მიუხედავად მათი პარლამენტში შესვლისა, ოპოზიციის საერთო სულისკვეთება არ იცვლება.

„ისინიც, რეალურად რადიკალური ოპოზიციის ნაწილი არიან, 1 წელი იწვალეს და საბოლოო ჯამში, მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად, პარლამენტის აღიარება და შევიდნენ პარლამენტში. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, საერთო სულისკვეთებას არ ცვლის. რეალურად, ისინი რადიკალური ოპოზიციის განუყოფელი ნაწილი არიან, შესაბამისად რთული იქნება ამ პირობებში თანამშრომლობა. მათ გაუჭირდებათ რადიკალური დღის წესრიგიდან გამოსვლა გამომდინარე იქიდან, რომ მათ უცხოელი პატრონი ჰყავთ, რომელიც ერთადერთ რამეს ავალებს, რომ ქვეყანაში რადიკალიზმის კერები შეინარჩუნონ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა