ეროვნული ბანკის წარმომადგენელი - ციფრული ლარის ტესტირება შეზღუდულ გარემოში დასრულებულია, ჩვენ ამ ტესტირების ფაზიდან პრაქტიკული გამოცდილება მივიღეთ - შეიძლება ციფრული ლარი აღარც დაინერგოს

ციფრული ლარის ტესტირება შეზღუდულ გარემოში დასრულებულია - ჩვენ ამ ტესტირების ფაზიდან პრაქტიკული გამოცდილება მივიღეთ - [ციფრული ლარი] შეიძლება აღარც დაინერგოს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვარლამ ებანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემის ირგვლივ ტექნიკურ ცოდნას და გამოცდილებას უკვე კერძო სექტორის მიერ გამოშვებული ციფრული ტოკენიზირებული ფულების ექსპერიმენტების თვალსაზრისით იყენებენ.

„ციფრული ლარის ტესტირება შეზღუდულ გარემოში დასრულებულია. ჩვენ ამ ტესტირების ფაზიდან პრაქტიკული გამოცდილება მივიღეთ. ახლა ზოგადი სენტიმენტი მთელ მსოფლიოში ციფრული ვალუტების მიმართ შედარებით შენელებულია და ამ გამოცდილებას ახლა კერძო სექტორის მიმართულებით ვიყენებთ. ჩვენს რეგულირების ლაბორატორიაში გამოვაცხადეთ ტარგეტული სენდბოქსი ტოკენიზირებულ დეპოზიტებზე. ამ ტექნიკურ ცოდნას და გამოცდილებას უკვე კერძო სექტორის მიერ გამოშვებული ციფრული ტოკენიზირებული ფულების ექსპერიმენტების თვალსაზრისით ვიყენებთ”, - განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.

კითხვაზე, გადაიფიქრეს თუ არა, ციფრული ლარის ქვეყანაში დანერგვა, ებანოიძემ განაცხადა, რომ მათი მიზანი ტექნოლოგიების დატესტვა იყო.

„ჩვენი მიზანი იყო დაგვეტესტა ისეთები ტექნოლოგიები, როგორიცაა გონიერი კონტრაქტები - საბოლოო გადაწყვეტილება არასდროს არ იყო მიღებული იმის შესახებ, რომ ციფრული ლარი დანერგილიყო. საქართველოს კანონმდებლობა ჯერჯერობით მხოლოდ ერთ საგადასახადო საშუალებას აღიარებს… მიზანი იყო მაქსიმალურად მწირი რესურსებით თვითონ ტექნოლოგიის შესახებ მიგვეღო შესაბამისი ცოდნა. [ციფრული ლარი] შეიძლება აღარც დაინერგოს”, - განაცხადა ებანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება