მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს

თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა საქართველოს განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს.

როგორც მშობლები აცხადებენ, მე-10 საჯარო სკოლა მე-6 წელია შენდება და ბავშვები ამჟამად, 22-ე სკოლაში სწავლობენ. სამინისტროსთან აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც გაირკვა, რომ ბავშვები 22-ე სკოლიდან სხვა სკოლაში გადაჰყავდათ, ამასთან, მეორე სმენაში, რაც მშობლების თქმით, ბევრ პრობლემას და ბავშვების რეჟიმის ცვლილებას გამოიწვევს.

მშობლები ჰყვებიან, რომ 22-ე სკოლიდან ბავშვების გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ერთ-ერთი ფლიგელის მეოთხე სართულზე კედლის ნაწილი ჩამოიშალა და ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უნდა შეისწავლოს, საშიშია თუ არა საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობა ამ ფლიგელში.

დღესვე, მშობლებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია შედგა. მშობლებმა უწყების მხრიდან დაპირება მიიღეს, რომ „გაითვალისწინებენ ბავშვების მოთხოვნებს, რომ არ უნდა შეიცვალოს მათი რეჟიმი“.

მშობლების თქმით, სამინისტროს ვადა შაბათამდე აქვს, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ბავშვებს სკოლაში აღარ გაუშვებენ.

„მე-10 სკოლა უკვე მე-6 წელია დანგრეულია და არ შენდება. ჯერჯერობით, მხოლოდ 2 სართულია აშენებული, შესაბამისად, გვიწევს სხვადასხვა სკოლაში შეხიზვნა. ერთადერთი სკოლაა საქართველოში, რომელიც ორჯერ გადაასახლეს სხვადასხვა სკოლაში. ახლა დირექტორმა გამოგვიცხადა რომ ორშაბათს უნდა გადაგვიყვანონ სხვა სკოლაში და მეორე ცვლაში უნდა გადავიდნენ. ეს არის წარმოუდგენელი, ირღვევა სხვა თუ არაფერი, ბავშვების უფლებები. ბავშვები დადიან წრეებზე, ემზადებიან და ჩვენ ვერ შევცვლით ამ რეჟიმის.

ავედით და გავესაუბრეთ. სამინისტრო შეგვპირდა, რომ ჩვენი ბავშვების უფლებები იქნება დაცული. სკოლის აშენებაზე ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებენ. გვითხრეს, რომ გაითვალისწინებენ ჩვენი შვილების მოთხოვნებს, რომ არ უნდა შეეცვალოთ ბავშვებს რეჟიმი და არ უნდა მოხდეს ბავშვების უფლებების ასეთი დარღვევა. გვითხრეს, შეგვიძლია იჯარით ავიღოთ ფართი, სადაც შეგვიძლია სრულად მთელი სკოლა შეგიშვათო და ველოდებით მათგან აქტიურ ნაბიჯებს. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ ბავშვებს სკოლაში აღარ გავუშვებთ, გაიფიცებიან და არ შედგება სასწავლო პროცესი. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა „ინტერპრესნიუსთან“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო