სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ - როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენელ კოლეგებთან იდეების გაცვლისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა - თანამშრომლობის უამრავი შესაძლებლობა არსებობს

მრავალი მიმართულებით ჩვენი მომავალი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას ვცდილობთ, - ამის შესახებ სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, მარტინ გალსტიანმა „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მთავრობას ამ სამიტზე დასწრების შესაძლებლობისთვის. ვფიქრობ, ეს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენელ კოლეგებთან იდეების გაცვლისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. თანამშრომლობის უამრავი შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „სომხეთის ცენტრალური ბანკი ფინტექის სექტორის შესაძლო განვითარების შესახებ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის მზად არის“.

„ასევე, ჩვენ რეგიონული განვითარების შესახებაც ვფიქრობთ. სწორედ ამიტომ, მრავალი მიმართულებით, მათ შორის ციფრულ აქტივებთან და ფინანსურ რეგულაციებთან დაკავშირებით, ჩვენი მომავალი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას ვცდილობთ“, - აღნიშნა მარტინ გალსტიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს