ვოლოდიმირ ზელენსკი - კრამატორსკში რუსული დრონით დარტყმის შედეგად ორი უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

კრამატორსკში რუსული დრონით დარტყმის შედეგად ორი უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„დღეს კრამატორსკში რუსულმა დრონმა პირდაპირ დაარტყა უკრაინული Freedom TV-ის რეპორტიორების მანქანას, რის შედეგადაც, ჟურნალისტი ოლენა ჰუბანოვა და ოპერატორი ევგენი კარმაზინი დაიღუპა. ასევე, მძიმედ დაშავდა ჟურნალისტი ალექსანდრ კოლიჩევი“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, „2022 წლიდან, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში უკვე მედიის 135 წარმომადგენელი მოკლა“.

„ცოტა ხნის წინ, რუსული დრონით პირდაპირი დარტყმის შედეგად ფრანგი ფოტოჟურნალისტი ანტონი ლალიკანი დაიღუპა და მისი უკრაინელი კოლეგა, გეორგი ივანჩენკო დაშავდა. ეს ინციდენტები ან შეცდომები არ არის, ეს რუსეთის წინასწარგანზრახული სტრატეგიაა, რომ დამოუკიდებელი ხმები გააჩუმოს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულების შესახებ აშუქებენ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო