ევროკავშირის წარმომადგენლობა - 1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოსთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტები გამოყო - ყოველი ინვესტირებული ევრო მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას

1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოსთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტები გამოყო. ყოველი ინვესტირებული ევრო მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკვე 30 წელზე მეტია ევროკავშირი პროგრამების მეშვეობით, ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ ახალი ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობებით.

„1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოსთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტები გამოყო, რითაც დაფინანსდა ახალი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილების შექმნა, განათლება და გარემოს დაცვა. ყოველი ინვესტირებული ევრო მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას, გზების, საავადმყოფოებისა და სკოლების მოდერნიზებით დაწყებული, ადგილობრივი თემების, მეწარმეებისა და ახალგაზრდა ნოვატორების გაძლიერებით დასრულებული. უკვე 30 წელზე მეტია ევროკავშირი ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა TRACECA, EU4Business, ENPARD თუ EU4Youth, ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ ახალი ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობებით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს