შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 250 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს - დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე

სამართალდამცველბის მიერ ამოღებულია 250 კილოგრამი „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით, 80 მილიონ ლარს შეადგენს , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეზე დაკავებულია წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი საქართველოს 2 მოქალაქე.

გამოძიების თანახმად, სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის მიხედვით, დატვირთული იყო „სველი ხელსახოცებით“ საქართველოში, მეზობელი ქვეყნიდან , „წითელი ხიდის“ გავლით შემოვიდა, ხოლო სამართალდამცველებმა, ბათუმში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, სველი ხელსახოცის პაკეტებში, ფარულად მოთავსებული 2 907 შეკვრად დაფასოებული 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

„მსურს, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შესახებ. სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი და აღკვეთილია საერთაშორისო ნარკოტრეფიკის კიდევ ერთი ფაქტი.

პოლიციის მიერ ამოღებულია 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტზე დაკავებულია, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი საქართველოს 2 მოქალაქე.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო „სველი ხელსახოცებით“ საქართველოში, მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით შემოვიდა.

სამართალდამცველებმა, ბათუმში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, სველი ხელსახოცის პაკეტებში, ფარულად მოთავსებული 2 907 შეკვრად დაფასოებული 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

სამართალდამცველების მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან,ასევე, ამოღებულია 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი.

საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს.

ჩვენ სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად ვაგრძელებთ კომპლექსურ ღონისძიებებს, ნარკოდანაშაულში ჩართული პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნული წარმატებული საპოლიციო ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებს აქვთ შესაბამისი რესურსი, პროფესიონალიზმი, რათა გამოავლინონ და აღკვეთონ მსგავსი სახის დანაშაულები.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული დანაშაულის გამოვლენაში,“ - განაცხადა დარახველიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი