ვიქტორ ორბანი - ბრიუსელი უნგრეთის ომში ჩათრევას ცდილობს - მთავრობის შეცვლის მხარდაჭერა ომის მხარდაჭერას ნიშნავს

ჩვენ უკრაინისთვის არ დავიხოცებით, მაგრამ უნგრეთისთვის ვიცოცხლებთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, „მშვიდობის მარშზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უკრაინელები უნგრელებს ცუდად მოექცნენ. ამის მიუხედავად, უნგრეთი მათ მშვიდობის მისაღწევად ეხმარება, რადგან ამას ქრისტიანული მორალი და საღი აზრი მოითხოვს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისი თქმით, „დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა და მას ხელს რომ არ უშლიდნენ, ის მშვიდობას დაამყარებდა“.

ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ „ბრიუსელი ალიანსებისა და ეკონომიკური ზეწოლის მეშვეობით უნგრეთის ომში ჩათრევას ცდილობს“.

„ევროკავშირმა შექმნა საკუთარი ომის კოალიცია და უკრაინას იარაღსა და ფულს უგზავნის. უნგრეთი ომში მონაწილეობას არ მიიღებს. მთავრობის შეცვლის მხარდაჭერა ომის მხარდაჭერას ნიშნავს. 2026 წლის არჩევნები გადამწყვეტი მომენტი იქნება“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი