ელენე ხოშტარია - დიდი სიხარულია ქართველი მებრძოლის მზია ამაღლობელის მსოფლიო აღიარების ყურება - ეს აჩვენებს, რომ დღევანდელი ბრძოლა საქართველოს სრულიად ახალ, საამაყო ისტორიას წერს

ძალიან დიდი სიხარულია ქართველი მებრძოლის მზია ამაღლობელის მსოფლიო აღიარების ყურება, განსაკუთრებით საკნიდან, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს, რითაც „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისთვის, მზია ამაღლობელისთვის 2025 წლის სახაროვის პრემიის მინიჭებას ეხმაურება.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭება აჩვენებს საქართველოს ბრძოლა რამდენად დაფასებულია.

„ეს აჩვენებს ერთი ადამიანის პრინციპულობას რამდენი შეუძლია. ეს აჩვენებს საქართველოს ბრძოლა რამდენად დაფასებულია. ეს აჩვენებს, რომ დღევანდელი ბრძოლა საქართველოს სრულიად ახალ, საამაყო ისტორიას წერს.

ვულოცავ და ჩემს პატივისცემას გამოვხატავ ქალბატონი მზიას მიმართ“, - წერს ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს