„არქიმ“ - #1 დამსაქმებელმა, HR ბრენდინგისა და სოციალური პასუხისმგებლობის ახალი სტრატეგია წარადგინა

„არქიმ“ „გრანდ ავენიუზე“ პრეზენტაცია გამართა, სადაც კომპანიის HR ბრენდინგისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სტრატეგია წარადგინა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო საზოგადოებისათვის იმ მიმართულებების გაცნობა, რომლებიც კომპანიის კულტურის გაძლიერებასა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.

არქი ქმნის მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილებას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა თანამშრომელი მოტივირებულია და მუშაობს გარემოში, სადაც ზრუნავენ მის განვითარებასა და კეთილდღეობაზე. სწორედ ამ ხედვასა და მიდგომაზეა დაფუძნებული ჩვენი კომპნიის წარმატება,“აცხადებს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

ღონისძიების სლოგანი – განვითარება უსაზღვროა – გამოხატავს კომპანიის HR ბრენდინგის ძირითად ფილოსოფიას: თანამშრომლების განვითარების მხარდაჭერას და ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებას.

მუდმივად ვაკვირდებით თანამშრომლების საჭიროებებს და ვაძლევთ მათ რეალურ შესაძლებლობას პროფესიული წინსვლისთვის. ასეთი მიდგომა ქმნის საფუძველს, ვიყოთ ლიდერი დეველოპერული კომპანია და ნომერ პირველი დამსაქმებელი,“აღნიშნავს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეთუნა ჟვანია.

ღონისძიებაზე ასევე წარდგენილი იყო CSR-ის პრიორიტეტული მიმართულებები. არქი უახლოეს პერიოდში გეგმავს გარემოსდაცვითი, საგანმანათლებლო და სპორტული ინიციატივების განხორციელებას.

„CSR ჩვენთვის არ არის ერთჯერადი საქველმოქმედო კამპანიაეს არის გრძელვადიანი პასუხისმგებლობა და კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი,“განმარტავს არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი დავით გელაშვილი.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა HR ექსპერტი მედეა ტაბატაძე, რომელმაც ისაუბრა HR ბრენდინგის თანამედროვე ტენდენციებზე და იმაზე, თუ როგორ ქმნის თანამშრომლისა და ბრენდის სინერგია კონკურენტულ უპირატესობას თანამედროვე ბიზნეს რეალობაში.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის