ადვოკატი მიხეილ შაყულაშვილი მოსამართლეს - ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი არ აქვს ღალატის, მითვისების თუ 4  ოქტომბრისათვის - დაწყებული იაფი წამლებით, დამთავრებული მშვიდობის მოტანით ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ადამიანი არის დადებითი პიროვნება

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი არ აქვს არც მითვისების, არც ქურდობის, არც 4 ოქტომბრისთვის, საუბარია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილი "დადებითი პიროვნებაა", მათ შორის ქვეყანას მშვიდობა მოუტანა.

"ბრალში კი წერია, მაგრამ ეს არ ეხება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას. მას ბრალი არ აქვს მითვისების, ქურდობის, 4 თუ 5 ოქტომბრისათვის. მინდა მის პიროვნულ მახასიათებლებზე ვისაუბრო, დაწყებული იაფი წამლებით, დამთავრებული მშვიდობის მოტანით ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ადამიანი არის დადებითი პიროვნება“, - განაცხადა შაყულაშვილმა.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება