ევროკავშირმა და უზბეკეთმა თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ევროკავშირმა და უზბეკეთმა გაძლიერებული თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ეს შეთანხმება გზას უხსნის მრავალ სივრცეს უფრო ძლიერი თანამშრომლობისთვის საკვანძო სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, დაკავშირებადობა, ვაჭრობა, პოლიტიკური დიალოგი და მდგრადი განვითარება. ეს არის ახალი თავის დაწყება ჩვენს ხანგრძლივ ურთიერთობაში,“ - წერს კაია კალასი.

შეთანხმების გაფორმებას ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც.

„გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება შესანიშნავ ჩარჩოს შექმნის ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ევროკავშირი უზბეკეთისთვის საიმედო პარტნიორად დარჩება ამ საერთო გზაზე, მაშინ, როცა ჩვენ, არჩევანის საფუძველზე, მეზობლობიდან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვინაცვლებთ“, - აცხადებს კოშტა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება