ლევან ვეფხვაძე - მტკიცებულებათა ჯაჭვი ადასტურებს, რომ გელა უძილაურს ლევან ჯანგველაძის მიმართ არავითარი პირადი ინტერესი არ ჰქონდა - კონკრეტული პირებისგან მიიღო შეკვეთა და შეასრულა

იყო მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც ადასტურებს, რომ გელა უძილაურს ლევან ჯანგველაძის მიმართ არავითარი პირადი ინტერესი არ ჰქონდა. კონკრეტული პირებისგან მან მიიღო შეკვეთა და შესაბამისად, შეასრულა ეს შეკვეთა, - ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ე.წ. კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გელა უძილაური შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, დამნაშავედ ცნო.

„რაც შეეხება სასჯელს, სასამართლომ განმარტა ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე ერთადერთი სასჯელი უზრუნველყოს, ეს არის უვადო თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, სასამართლომ სრულად გაიზიარა როგორც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე ბრალდების მხარის პოზიცია სასჯელთან დაკავშირებით და მათ შორის დაზარალებულთა უფლებამონაცვლე, რომელიც უმკაცრესად დასჯას ითხოვდა.

რაც შეეხება იმ ფაქტობრივ მდგომარეობას, რომ ჩვენ გელა უძილაურს ვედავებოდით კონკრეტული ბრალდების ფორმულირებას, რომ მან შეკვეთით და ანგარებით ჩაიდინა მკვლელობა, რასაკვირველია, ჩვენ ამ მონახაზს და მსჯელობას ვნახავთ უკვე განაჩენში“, -განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

რაც შეეხება იმას, რა ეტაპზეა საქმე ყოფილ გენერალურ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებით, როგორც პროკურორმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი ინფორმაციებია მოპოვებული, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

„ჯერჯერობით აღნიშნული საქმე არის გამოყოფილი გამოძიების ეტაპზე და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვას, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციებია მოპოვებული, რომელიც უკვე დევს საქმეში, აქედან გამომდინარე ვერანაირ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- განაცხადა ვეფხვაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებული გელა უძილაურის დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გელა უძილაური ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ბ დ ნ" ქვეპუნქტებით, 19/109-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით და 236-3-4 ნაწილებით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება