„როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს“ – „საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. „ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს: კრიზისიდან სტრატეგიამდე“ გაიმართება.

ღონისძიება ბიზნესის წარმომადგენლების, კომპანიების დირექტორებისა და C-level მენეჯერებისთვისაა განკუთვნილი. ვორკშოპის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • კრიზისის ნიშნების ამოცნობა;
  • კრიზისის პრევენცია;
  • კრიზისის დაძლევის მიდგომები;
  • კრიზისის მართვის პროცესის სტრუქტურირება.

ღონისძიება ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი გამოცდილება მიმოიხილონ, ბიზნესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრონ და პირადი რეკომენდაციები ბიზნესის ტიპის, ზომისა და კრიზისის მასშტაბის გათვალისწინებით მიიღონ.

ლარისა პატარაია ორგანიზაციული განვითარების, ლიდერობისა და კრიზისების მართვის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტია.

შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში, 30 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნისიქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება