პაველ ჰერჩინსკი - საქართველომ მიიღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს - ამ კანონებით შეუძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი გახდეთ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ღიად და პირდაპირ ვამბობ

ჩვენ, ევროკავშირი, არ ვუჭერთ მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, ვგმობთ ძალადობას და დიალოგისკენ მოწოდებით გამოვდივართ, რადგან საქართველოში არსებული ძალიან ღრმა და გამწვავებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანებისკენ კარი გაუღო.

„მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საქართველო თანდათანობით უნდა გახდეს ერთ-ერთი ჩვენგანი, ამისთვის კი მთავარი წინაპირობაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული კანონების, წესებისა და რეგულაციების მიღება. ამ ისტორიული მომენტიდან, 2023 წლის დეკემბრიდან, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ მიეღო ევროკავშირში არსებული კანონები, არამედ მიეღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის წესებს, ევროკავშირის რეგულაციებს, ევროკავშირის პრინციპებს“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს და უცხოური აგენტების კანონს, რომელიც ამერიკული კანონის ასლია, არაფერი აქვს საერთო ევროპულ კანონმდებლობასთან.

„სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ვენეციის კომისიამ, რომელიც ევროპის საბჭოს ორგანოა, თავის უახლეს იურიდიულ დასკვნაში, რომელიც 20-ზე მეტ გვერდს მოიცავს, ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ეს კანონები არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას, არამედ ისინი რეალურად ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს ევროპის საბჭოს წინაშე. სამწუხარო რეალობაა, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოში მრავალი სხვადასხვა კანონი იქნა მიღებული, არა მხოლოდ გამჭვირვალობის შესახებ კანონი,“ფარა“, არამედ გრანტების შესახებ შესწორებული კანონი, მაუწყებლობის შესახებ კანონი და მრავალი სხვა კანონი, პრაქტიკულად ყოველდღე შემოდის ან იცვლება ახალი და ახალი კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული და ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ როგორც ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა ხმამაღლა და ნათლად განაცხადა გასულ ორშაბათს, ამ კანონებით, საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი გახდეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ასე ღიად და პირდაპირ ვამბობ“, - აღნიშნა ელჩმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში