გიორგი სიორიძე - „ქართული ოცნება“ არის ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების მტერი - „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ამ ქვეყნის ბელარუსიზაციას ახდენს

„ქართული ოცნება“ არის ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების მტერი - „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ამ ქვეყნის ბელარუსიზაციას ახდენს, - ეს შეფასება დღეს, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ გააკეთა.

სიორიძის განცხადებით, ხელისუფლების მიმართ წნეხის გაძლიერება არის ბრძოლის შეუპოვრად, თანმიმდევრულად და დაუღალავად გაგრძელება.

„ეს გულისხმობს, როგორც ეროვნულ დონეზე მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობას, ასევე საერთაშორისო დონეზე პარტნიორებთან მუშაობას. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველთვის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს გვერდით იყვნენ.

„ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც დაუპირისპირდა საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოებრიობას. „ქართული ოცნება“ არის მჩაგვრელი, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის შემომღები, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიული მანქანის გამომყენებელი ძალა.

ამიტომ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა იმ ფორმებით, რომელიც მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს