იაგო კაჭკაჭიშვილი - რუსთაველის გამზირი არის საზოგადოების არშეგუების, საზოგადოების დაუმორჩილებლობის, წინააღმდეგობის მოძრაობის ყველაზე კარგად გამოხატული მოვლენა

რუსთაველის გამზირი არის საზოგადოების არშეგუების, საზოგადოების დაუმორჩილებლობის, წინააღმდეგობის მოძრაობის ყველაზე კარგად გამოხატული მოვლენა. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ პატარ-პატარა გმირობის მაგალითებს. ეს არის შეუგუებლობისა და წინააღმდეგობის მოძრაობის რეპრეზენტაცია, - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში ავტორიტარიზმის ჩაბეტონება ვერ მოახერხა, რადგან ქართული საზოგადოება მის მიერ შექმნილი წესრიგის მიმართ ლოიალური არ გახდა.

„ქართულმა ოცნებამ“ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო საკუთარი ავტორიტარიზმის (და უკვე შეიძლება, დიქტატურაზეც ვისაუბროთ) სამართლებრივი გამყარება. მანამდე ამას ივანიშვილი პროპაგანდის მეშვეობით აკეთებდა და სრული სვლით იყო ჩართული პროპაგანდაში, მაგრამ ის, რაც ჯერჯერობით ვერ მოახერხა, რის გამოც ჩვენ ჯერჯერობით საქართველოში არ გვაქვს ჩაბეტონებული ავტორიტარიზმი, ეს არის ის, რომ მან ვერ მიაღწია საზოგადოების უმრავლესობის თანაგრძნობას ანუ საზოგადოება ამ წესრიგის მიმართ ლოიალური არ გახდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ეს არის ის შუქი, რაც ახლა ქართულ საზოგადოებაში ანათებს.

დღეს ჩვენ მაინც გვაქვს უმცირესობის დიქტატურა „ქართული ოცნებისა“ და მისი მომხრეების სახით და უმცირესობის ავტორიტარიზმი და დიქტატურა ყოველთვის ფრთამოტეხილია, ის არ არის სრულყოფილი და გამყარებული, ამიტომ ის, რასაც ვერ მიაღწია ივანიშვილმა, ეს არის ქართული საზოგადოების უპირატესობა და რუსთაველზე მიმდინარე პროტესტი სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ.

რუსთაველის გამზირი არის საზოგადოების არშეგუების, საზოგადოების დაუმორჩილებლობის, წინააღმდეგობის მოძრაობის ყველაზე კარგად გამოხატული მოვლენა. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ პატარ-პატარა გმირობის მაგალითებს. ეს არის შეუგუებლობისა და წინააღმდეგობის მოძრაობის რეპრეზენტაცია, რასაც ჩვენ ვხედავთ. ეს წინააღმდეგობის მოძრაობა არათუ უკან იხევს, არამედ ძლიერდება ანუ ეკონომიკური ბერკეტები არ გავიდა, სამართლებრივი ბერკეტები არ გავიდა, პროპაგანდისტული ბერკეტები არ გავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების ლოიალურობა ამ რეჟიმმა ვერ მოიპოვა. შეიძლება, ვიღაცებში შეჩვევა მოხდა, ვიღაცები გადაიღალნენ პროტესტის აქტიური გამოხატვით და აღარ გადიან რუსთაველზე ყოველ ღამე, მაგრამ ეს არ ნიშნავს პროტესტის შენელებას“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი