Sky News - დიდ ბრიტანეთში დაჯგუფება დააპატიმრეს, რომელმაც „ვაგნერის“ დაკვეთით უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების საწყობს ხანძარი გაუჩინა

დიდ ბრიტანეთში დაჯგუფება დააპატიმრეს, რომელმაც „ვაგნერის“ დაკვეთით უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების საწყობს ხანძარი გაუჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმა „ვაგნერის“ დაკვეთით განხორციელდა, კერძო სამხედრო კომპანიის, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს სახელით მოქმედებს და ერთი მილიონი გირვანქა სტერლინგის ზიანი მოიტანა.

დაჯგუფების ექვს წევრი - ჯაკიმ როუზი, უგნიუს ასმენა, აშტონ ევანსი, ჯეიკ რივზი, დილან ჯეიმს ერლი და ნიი მენსა - დამნაშავეებად იყვნენ ცნობილი შპიონაჟისთვის, ტერორისტული დანაშაულისთვისა და ცეცხლის გაჩენისთვის.

21 წლის დილან ჯეიმს ერლამ აღიარა, რომ გასული წლის მარტში ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში გეგმავდა ცეცხლის გაჩენას სამრეწველო ობიექტებისთვის „ვაგნერის“ დაჯგუფების დაკვეთით, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტულად არის აღიარებული.

მას 23-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რომელთაგან 17-ს ციხეში გაატარებს, 6 წელს კი პირობითით. რივზს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიესაჯა, რის შემდეგაც 1 წელს პირობითით გაატარებს.

სასამართლომ დაადგინა, რომ ერლმა და რივზმა აღნიშნული ადგილი თავის მიზნად აირჩიეს, ვინაიდან ის უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და StarLink სატელიტური აღჭურვილობის გადასაცემად გამოიყენებოდა.

ასევე დადგენილია, რომ დაჯგუფება ლონდონის ცენტრში - მეიფეირის უბანში - გეგმავდა რესტორნისთვისა და ღვინის მაღაზიისთვის ცეცხლის გაჩენას, და მფლობელის - შეძლებული რუსი დისიდენტის, ევგენი ჩიჩვარკინის, გატაცებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს