გრიგოლ გეგელია ევროკომისარ მარტა კოსს შეხვდა

„ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია ბრიუსელში მიმდინარე ALDE-ს ალიანსის ყრილობის ფარგლებში ევროკომისარ მარტა კოსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გრიგოლ გეგელიამ და მარტა კოსმა საუბრისას განიხილეს „საქართველოში არსებული უმძიმესი ვითარება, „ქართული ოცნების” რეჟიმის მიერ დაანონსებული დიქტატურა და პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ისევე როგორც მასშტაბური პოლიტიკური რეპრესიები თავისუფალი მოქალაქეების წინააღმდეგ“.

კოალიციის ცნობით, „საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის ნოემბრის ანგარიშს და პრორუსული რეჟიმის მიერ საგანგებოდ შეცვლილ პოლიტიკურ კურსს, რის გამოც წლების განმავლობაში არცერთი საკვანძო რეფორმა არ შესრულებულა“.

„ევროკომისარ კოსს მადლობა გადავუხადე ყველა იმ ქართველის სახელით, ვისთვისაც წარმოუდგენელია რუსული სტილის დიქტატურაში ცხოვრება. ჩვენმა პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ასეთი ქართველები ისტორიულად წარმოვადგენთ ჩვენი დიადი, მებრძოლი ერის უმრავლესობას. შესაბამისად, ისინი სრულად უჭერენ მხარს ქართველთა მშვიდობიან, დემოკრატიულ ბრძოლას ეროვნული და ევროპული პრინციპების განხორციელების მიზნით. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა აუცილებლად გაიმარჯვებს, რაც იქნება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესის გამარჯვებაც”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს