The Moscow Times - რუსულ სამხედრო ქარხნებში წარმოების შემცირება დაიწყო

რუსულ სამხედრო ქარხნებში წარმოების შემცირება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Moscow Times რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკური სააგენტო „როსსტატის” მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა, რომელიც ბიუჯეტიდან ტრილიონობით ხარჯების წყალობით რუსეთის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი გახდა, მოულოდნელად წარმოების შემცირება დაიწყო.

„სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული ინდუსტრიები ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად გადავიდნენ სტაგნაციისკენ ან წარმოების შემცირებისკენ იმის ფონზე, რომ ზედიზედ თითქმის სამი წელი ზრდის ორნიშნა ტემპებს აჩვენებდნენ.

„მზა ლითონის ნაკეთობების წარმოება”, რომელიც 2023 წელს 26.4%-ით, და 2024 წელს 31.6%-ით გაიზარდა, და მიმდინარე წლის აგვისტოში 21.2%-იან ზრდას აჩვენებდა, სექტემბერში მოულოდნელად მინუსში წავიდა - 1.6%-ით წლიდან წლამდე.

„სხვა სატრანსპორტო საშუალებების” წარმოებამ, რომლებშიც სტატისტიკა ტანკებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებსაც მოიაზრებს, ზრდა თითქმის 10-ჯერ შეამცირა - 61.2%-დან აგვისტოში, 6%-მდე სექტემბერში.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, სამხედრო წარმოების მონაცემები „შოკისმომგვრელად გამოიყურება”. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინდუსტრიებმა, რომლებიც აქამდე რუსეთის ეკონომიკის ზრდას უწყობდნენ ხელს, ამჯერად წარმოების ინდექსი შეამცირეს“, - წერს გამოცემა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს