პოლიციამ აჭარაში, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის 3 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები მათ - განზრახ მკვლელობის, ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ნარკოტიკების ან მასტიმულირებელი ნივთიერებების კომერციალიზაციის/გაყიდვის ან მიწოდების ბრალდებით წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - 1998 წელს დაბადებული მ.თ., 1993 წელს დაბადებული ო.უ. და 1975 წელს დაბადებული ი. ქ. დააკავეს.

თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მ.თ. განზრახ მკვლელობის, ო.უ. ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ხოლო ი.ქ. ნარკოტიკების ან მასტიმულირებელი ნივთიერებების კომერციალიზაციის/გაყიდვის ან მიწოდების ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.

დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე მათგანი ბათუმში, სხვადასხვა დროს დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება