CNN - აშშ-მა კარიბის ზღვის აუზში მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი გაგზავნა

აშშ-მა კარიბის ზღვის აუზში მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი გაგზავნა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ავიამზიდ USS Gerald Ford-ის დამრტყმელი ჯგუფის ვენესუელის სანაპიროსთან გადაყვანის ბრძანება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა გასცა.

„აშშ-ის სამხრეთის სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფნა არალეგალური აქტორებისა და აქტივობების წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლებლობებს გააძლიერებს“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, შონ პარნელმა.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ვენესუელის ტერიტორიაზე კოკაინის საწარმოო ობიექტებსა და ნარკოტრეფიკინგის მარშრუტებზე დარტყმებს განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„არსებობს გეგმები, რომლებსაც პრეზიდენტი განიხილავს. ის დიპლომატიის გამოყენებასაც არ გამორიცხავს“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს