ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი - რუსეთს უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება სურს

რუსეთს უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება სურს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ამერიკული მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუში განაცხადა.

„ყველას გვსურს, რომ ეს კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოგვარდეს. ჩვენ ვეძებთ კომპრომისებს, რომლებიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. შესაძლო დიპლომატიურ გადაწყვეტასთან საკმაოდ ახლოს ვართ. რეალური მოლოდინები უნდა გვქონდეს იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს გადაწყვეტა და რა არის მისაღები რუსეთისთვის და რა უკრაინისთვის. ვფიქრობ, უკრაინა უფრო რეალისტური პოზიციისკენ მიიწევს. მჯერა, რომ თუ დიდი ბრიტანეთი არ ჩაერევა, მაშინ შეთანხმების მიღწევა მოხდება“, - განაცხადა დმიტრიევმა.

მისი თქმით, „უკრაინის კონფლიქტის მოგვარება ძალიან სწრაფად მოხდება, თუ ტერიტორიული საკითხების, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ დიპლომატიური გადაწყვეტის მოძებნა შესაძლებელი იქნება“.

„რამდენიმე ელემენტი არსებობს. ერთ-ერთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებია. რუსეთმა განაცხადა: „დიახ, რუსეთი ღიაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის“. რა თქმა უნდა, არსებობს ტერიტორიული საკითხი, რაც რუსულ მოსახლეობას უკავშირდება, რომელსაც უკრაინული ძალები ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებამდე თავს ესხმოდნენ. ასევე, არსებობს უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხი, რომელიც რუსეთის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდება.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია