გამოცემა Tagesschau - გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის რაოდენობა გაიზარდა - ყველაზე მეტი ადამიანის დეპორტაცია თურქეთსა და საქართველოში განხორციელდა

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის რაოდენობა გაიზარდა - ყველაზე მეტი ადამიანის დეპორტაცია თურქეთსა და საქართველოში განხორციელდა, - ინფორმაციას გამოცემა Tagesschau ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, იმ ადამიანების დეპორტაციის რაოდენობამ, რომელთაც თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრეს, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე 17 651 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 14 706 იყო.

ყველაზე მეტი, 1614 ადამიანის დეპორტაცია თურქეთში, ხოლო საქართველოში 1379 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა.

ბუნდესტაგისა და მემარცხენე პარტიის, Die Linke-ს წევრმა, კლარა ბიუნგერმა დეპორტაციებთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკა.

„როდესაც საქმე დეპორტაციების ზრდას ეხება, ხელისუფლებას ტაბუ აღარ დარჩა. მასობრივი დეპორტაციები ისეთ ქვეყნებში, როგორიც თურქეთია, რომელიც მემარცხენეების, ქურთებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს ახორციელებს? როგორც ჩანს, გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ პირობებში ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს“, - განაცხადა ბიუნგერმა.You sent

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება