განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული ანდრია ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს - სხდომა, სავარაუდოდ, დახურული იქნება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ანდრია ლილუაშვილის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩატარდება.

დღევანდელ პროცესზე გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილის, ანდრია ლილუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას იშუამდგომლებს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებს.

სხდომა მედიისთვის და საზოგადოებისთვის დიდი ალბათობით, დახურული იქნება, რადგან ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.

ანდრია ლილუაშვილი ბრალდებას არ აღიარებს.

ცნობისთვის, ანდრია ლილუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის