იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩიეს. ის საბჭოს წევრის თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი მოსამართლეთა რიგით 36-ე კონფერენციაზე აირჩიეს.

დღევანდელ კონფერენციაზე, საბჭოს მოსამართლე წევრის ერთ ვაკანტურ ადგილზე, მხოლოდ ერთი კანდიდატი დასახელდა, რომელსაც მხარი 295-მა დელეგატმა დაუჭირა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წეევრის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დაგდა, რაც საბჭოს ერთი წევრი, ლევან ნემსაძე უზენაეს სასამართლოში გადავიდა. ამ დროისთვის საბჭო უკვე სრულად არის დაკომპლექტებული და 15 წევრისგან შედგება. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 9 მოსამართლე წევრის ნაცვლად, ახლა უკვე საბჭოს შემადგენლობაში 12 მოსამართლე წევრი უნდა შეირჩეს, სამი კი არამოსამართლე წევრია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს