Reuters - შესაძლოა, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესოს

შესაძლოა, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესოს, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი დამატებითი სანქციები მოამზადა, რომელიც შესაძლოა რუსეთის ეკონომიკის მთავარი სფეროების წინააღმდეგ დააწესოს, იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას გააჭიანურებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ევროპელ კოლეგებს განუცხადეს, რომ აშშ მზად არის უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად ევროპის მიერ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას მხარი დაუჭიროს.

ასევე, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა შიდა მოლაპარაკებები დაიწყეს აშშ-ში არსებული რუსული აქტივების უკრაინის სამხედრო ძალისხმევის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ.

ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ აშშ-ს სურს ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას, მათ შორის, დამატებითი სანქციებისა და ტარიფების მეშვეობით.

ამასთან, კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მზადაა აშშ-ის სენატში რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილ ორპარტიულ სანქციების კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, თუმცა ეს მიმდინარე თვეში ნაკლებად მოსალოდნელია.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს