გრიგოლ გეგელია - ALDE და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები „ძლიერი საქართველო-ლელოს“ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო სარჩელს ყურადღებით დააკვირდებიან

„ძლიერი საქართველო-ლელოს” საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია, ბრიუსელში ALDE-ს ყრილობის ფარგლებში, ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ქსავიე ბეტელს და დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, მარი ბიერეს შეხვდა.

შეხვედრებისას განიხილეს პარტიების აკრძალვის საკითხი, “ძლიერი საქართველოს” საკონსტიტუციო სარჩელი, ისევე როგორც მასშტაბური პოლიტიკური რეპრესიები და დიქტატურის დამყარების მცდელობები.

„ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ ჩვენს დემოკრატიულ ძალისხმევას და მათ შორის, „ძლიერი საქართველო-ლელოს” მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო სარჩელს, რომელსაც ALDE და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ყურადღებით მიადევნებენ თვალყურს და იმ შემთხვევაში თუ საკონსტუტუციო სასამართლო არ დაიცავს კონსტიტუციურ პრინციპებს, ამას აღიქვამენ სახელმწიფოს მიტაცების და ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების დაღალატების მორიგ შემთხვევად”, - განაცხადა “ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის