ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც თავს დაესხნენ, კლინიკაში გარდაიცვალა - საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს

ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს თავს დაესხნენ, კლინიკაში გარდაიცვალა - საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გიგა ავალიანს თავს რამდენიმე არასრულწლოვანი 1-ელ ოქტომბერს დაესხა, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!