რუსეთმა ბირთვული ძრავის მქონე ახალი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ გამოსცადა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა წარმატებით გამოცადა ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“.

„ეს უნიკალური იარაღია, რომელიც მსოფლიოში სხვას არავის აქვს“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მისი თქმით, ამ იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

„გადამწყვეტი გამოცდები დასრულდა. ამ იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი - ეს ცხადია. ყველა რეგულაცია უნდა დაკმაყოფილდეს. მიუხედავად ამისა, ძირითადი მიზნები მიღწეულია“, - განაცხადა პუტინმა.

მან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს დაავალა, განსაზღვროს რაკეტის კლასი და მოამზადოს ინფრასტრუქტურა მისი განლაგებისთვის.

გერასიმოვმა პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რაკეტა 21 ოქტომბერს გამოცადეს, მან 14 000 კმ-ის მანძილზე იფრინა და ჰაერში დაახლოებით 15 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს