გიორგი ჩიკვაიძის დედა - გლდანის ციხის მე-8 დაწესებულებაში საკნის სამივე წევრმა, გიორგი ჩიკვაიძემ, ირაკლი პაპიაშვილმა, ანრი კვარაცხელიამ შიმშილობა დაიწყეს

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში მსჯავრდებულებმა გიორგი ჩიკვაიძემ, ირაკლი პაპიაშვილმა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ანზორ კვარაცხელიამ შიმშილობა დაიწყეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს.

როგორც ის განმარტავს, შიმშილობის მიზეზი „წამებასთან გათანაბრებული ქმედება - საკვების არ მიწოდების გამო, შემდგომი დაძალება და ციხის თანამშრომლის მხრიდან „ძველბიჭური“ მუქარა გახდა“.

„შიმშილობა ციხეში! 5 წუთის წინ დამიკავშირდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. მაცნობა, რომ გლდანის ციხის მე-8 დაწესებულებაში საკანი 84-ში სამივე წევრმა დაიწყო შიმშილობა. გიორგი ჩიკვაიძე, ირაკლი პაპიაშვილი, ანრი კვარაცხელია. მიზეზი წამებასთან გათანაბრებული ქმედება, საკვების არ მიწოდების გამო, შემდეგ დაძალება, თითქოს ეს თავად მოითხოვეს და მათზე დღეს განხორციელებული „ძველბიჭური“ მუქარა ციხის თანამშრომელ, ვინმე გიორგისგან, რომელმაც განუცხადა: „თავს დაგამახსოვრებინებ ბიჭო“, - წერს ლია წერეთელი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს