გიგა ბოკერია - პროტესტი გაგრძელდება და გაფართოვდება იქამდე, რაც აუცილებელია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან შესაგუებლად

პროტესტი გაგრძელდება და გაფართოვდება იქამდე, რაც აუცილებელია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან შესაგუებლად, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საპროტესტო აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, აქციის გაფართოება აუცილებელია.

„საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ერთი გზავნილი, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს საკუთარი ფულისა და ძალაუფლების გამო, ღალატობს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, და კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულში არის ჩაფლული, არ შეეგუება იმას, რომ ძალაუფლება უნდა დათმოს და საზოგადოებას დაემორჩილოს. ეს არის აუცილებელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის გადასარჩენად, თავისუფლების დასაცავად ჩვენი ქვეყნის შიგნით. ამ ყველაფრის საფრთხეა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. პროტესტი გაგრძელდება და გაფართოვდება იქამდე, რაც აუცილებელია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან შესაგუებლად“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, აქციების გაფართოებას სჭირდება აქტიური მოქალაქისგან იდეებისა და რწმენის გატანა საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც აქამდე მათ ვერ დაარწმუნეს.

„ამ ტიპის რეჟიმები, ივანიშვილისნაირი ფიგურები და მისი არარაობების გარემოცვა მარცხს მხოლოდ მაშინ ეგუებიან, როცა იციან, რომ სხვა გზა არ აქვს, ამიტომ არის [პროტესტის] გაფართოება აუცილებელი. მაგრამ გაფართოებას ბევრი ფაქტორი სჭირდება - აქტიური მოქალაქისგან იდეებისა და რწმენის გატანა საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც აქამდე ჩვენ ვერ დავარწმუნეთ. ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რომლის აუცილებელი ნაწილია იმის დემონსტრირება, რომ ამ რეპრესიების მიუხედავად საზოგადოების აქტიური ნაწილი ბრძოლას გააგრძელებს ყველა იმ ლეგიტიმური ფორმით, რომელიც თავისუფალ საზოგადოებას უჭირავს ხელში“, - განაცხადა ბოკერიამ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა