ბანკი ქართუს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - სასტუმრო „ნოველა“

სს “ბანკი ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით, ქ. ონის ცენტრში ა/წ 20 ოქტომბერს გაიხსნა ახალი სასტუმრო „ნოველა“. პროექტის დაფინანსება მოხდა სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, “ბიზნეს უნივერსალის” მიმართულების ფარგლებში. სასტუმრო “ნოველა” კომპანია „რაჭა პროჯექტ მენეჯმენტის“ პირველი პროექტია რაჭის რეგიონში, ჯამური 5 მლნ ლარის ინვესტიციით.

„მასპინძლობა მთელი გულით, მაღალი ხარისხით და აბსოლუტურად სტანდარტიზებული სერვისით“ - ამ იდეით იწყებენ ბიზნესს რაჭაში კომპანიის დამფუძნებელი დავით არჩვაძე და მმართველი პარტნიორი თენგო ჭუმბაშვილი.

16-ნომრიანი სასტუმრო „ნოველა“, ბრასერიას, ბისტროს და საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს, რომლის მთავარი იდეა რაჭის პოპულარიზაცია, სტუმრებისთვის სტანდარტიზებული სერვისის მიწოდება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების ხელშეწყობაა.

„ნოველა“ პირველ ეტაპზე მიზნად ისახავს რეგიონში ისეთი მაღალი ხარისხის სასტუმრო და სარესტორნო ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელიც უცხოელ და ადგილობრივ დამსვენებლებს მყუდრო, კომფორტულ და პროფესიონალურ მომსახურებას შესთავაზებს, რითაც რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

„ნოველას“ მთელი გუნდი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მუშაობს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტში ადგილობრივი კადრების გადამზადება/მომზადებაა, რაც გულისხმობს სტუმართმასპინძლობის სფეროში არსებული საქმის პროფესიონალურ დონეზე სწავლებას და პრაქტიკული ნაწილით უზრუნველყოფას. მიმდინარე წლის ბოლომდე სასტუმრო 50 ადამიანს დაასაქმებს, რომელთაგან უმრავლესობა ადგილობრივი იქნება.

სასტუმროს გახსნის შემდეგ, „რაჭა პროჯექტ მენეჯმენტი“ რაჭის რეგიონში სხვადასხვა მიმართულების პროექტების განვითარების გაგრძელებას და დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს.

სს “ბანკი ქართუ” მომავალშიც დააფინანსებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და პერსპექტიურ პროექტებს.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო