GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრი, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, რეგიონებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს

GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრი, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, რეგიონებში გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, 23-24 ოქტომბერს, იმერეთის რეგიონში, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის № 1 საჯარო სკოლასა და იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის № 2 საჯარო სკოლაში, ასევე, წყალტუბოს მამუკა სამაკაშვილის სახელობის № 2 საჯარო სკოლასა და ოტია იოსელიანის სახელობის № 1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს შეხვდნენ და მათთან ერთად კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის თანამედროვე პრაქტიკის საკითხები განიხილეს.

„შეხვედრებზე განხილული იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული აქტუალური თემები და მათი აღსრულების მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ როგორც ადგილზე, ისე ონლაინ ვაჭრობისას.

შეხვედრისას, ახალგაზრდებმა სააგენტოს წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე დეტალური პასუხები მიიღეს და მათთან ერთად პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.

საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლებში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. აღნიშნული ინიციატივა ახალგაზრდებში სამომხმარებლო ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლებას ემსახურება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება