1 წელი მაგთის 5G ქსელთან ერთად - ახალი შესაძლებლობები, ციფრული გამოცდილება და საერთაშორისო აღიარება

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აგებული მაგთის 5G ქსელი, მობილური ინტერნეტის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

დღევანდელი ციფრული სამყაროს ეპოქაში ვერც ერთი პირადი თუ პროფესიული წამოწყება ინტერნეტკავშირის გარეშე ვერ განხორციელდება. ინტერნეტი დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება - ის ინოვაციის, განათლებისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

სწორედ ამიტომ, თანამედროვე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი გახდა მონაცემთა მყისიერი მიმოცვლა, ონლაინ სერვისებზე წვდომა და გლობალურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირი, რის უზრუნველსაყოფადაც აუცილებელია სწრაფი, სტაბილური და საიმედო ინტერნეტი. კავშირის ხარისხი და სერვისის საიმედოობა კი მუდმივად საჭიროებს ტექნოლოგიურ ინოვაციებს, რაც მაგთიკომის უცვლელ პრიორიტეტად რჩება.

25 ოქტომბერს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მაგთიმ საქართველოში 5G ქსელი აამოქმედა. მაგთიკომი განაგრძობს ქსელის გაფართოებას და ტრადიციულად, ყველაზე ვრცელი დაფარვით გამოირჩევა. მაგთის უახლესი თაობის 5G ქსელი ხელმისაწვდომია თითქმის მთელს საქართველოში.

ტექნოლოგიურმა წინსვლამ არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე შექმნა ახალი შესაძლებლობები, არამედ საქართველოს საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა - 2025 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, მაგთის მობილური ქსელი ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოში მე-6 ადგილზე დასახელდა. https://www.speedtest.net/awards/reports/2025/2025_World_Mobile_Q1Q2.pdf

მაგთის 5G ქსელის აბონენტებს საშუალება აქვთ სრულფასოვნად გამოცადონ ამ ტექნოლოგიის უპირატესობები, მათ შორის:

გაზრდილი სიჩქარე - უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიჩქარეს, დაბალ დაყოვნებას და ქსელურ სტაბილურობას. მაგთის 5G ქსელის პიკური სიჩქარე (2000 მბ/წმ-მდე) იდეალურია დიდი ფაილების ატვირთვა-ჩამოტვირთვისთვის, ვიდეო სტრიმინგისა და ინტენსიური ონლაინ აქტივობებისთვის.

უზარმაზარი ტევადობა - 5G ტექნოლოგიას აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად მოემსახუროს 1 მილიონამდე მოწყობილობას 1 კმ²-ზე – ეს 100-ჯერ მეტია, ვიდრე 4G-ს შეეძლო. შედეგად, ხალხმრავალ ადგილებშიც კი - კონცერტზე, ფესტივალსა თუ ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე, მაგთის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მუდამ იყვნენ ონლაინ.

ყველაზე ფართო დაფარვის არეალი - მაგთიკომი მუდმივად ლიდერობს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ქსელის დაფარვის მხრივ. ეს ტენდენცია 5G ტექნოლოგიის შემთხვევაშიც გაგრძელდა და დღეს, მაგთის 5G ქსელი ხელმისაწვდომია თითქმის მთელს საქართველოში.

ქსელის განვითარება დინამიკური პროცესია. ახალი ურბანული ზონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას კვალდაკვალ მიჰყვება მაგთის 5G ქსელის გაფართოების უწყვეტი პროცესი.

3 მილიონზე მეტი აბონენტისთვის მაგთიკომი ხარისხთან და საიმედოობასთან ასოცირდება.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო