ლიეტუვამ ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბუშტების გამო აეროპორტი დახურა

ლიეტუვამ, ქვეყნის ტერიტორიაზე ბელარუსიდან მეტეოროლოგიური ბუშტების შეფრენის გამო, ბელარუსთან სასაზღვრო გამშვები პუნქტები და ვილნიუსის აეროპორტი დროებით დახურა.

ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, კვირას, ადგილობრივი დროით 22:00 საათიდან, ბუშტების გაშვების საპასუხოდ, ბელარუსთან სასაზღვრო გამშვები პუნქტები დაიხურა.

„22:10 საათიდან, ბელარუსიდან ლიეტუვაში შემოსული საჰაერო ბუშტების გამო, დროებით შეჩერდა სატრანსპორტო საშუალებებისა და ადამიანების გადაადგილება მედინინკაისა და შალჩინინკაის სასაზღვრო გამშვები პუნქტებით“, - აცხადებენ ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში.

გარდა ამისა, ინციდენტის გამო, ვილნიუსის აეროპორტმა ოპერირება დროებით შეაჩერა.

დროებითმა შეზღუდვებმა 50-მდე ავიარეისზე იმოქმედა: 13 გაუქმდა, 14 გადამისამართდა და 20 გადაიდო, რის შედეგადაც, საერთო ჯამში, დაახლოებით 7 000 მგზავრი დაზარალდა.

შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის ღამეს ლიეტუვამ გადაწყვიტა ბელარუსთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ლიეტუვაში ბელარუსის მხრიდან მეტეოროლოგიური ბუშტები შეფრინდა, რომელსაც კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდა. ამასთან დაკავშირებით, ასევე მიიღეს გადაწყვეტილება ვილნიუსის აეროპორტის მუშაობის შეჩერების შესახებ. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა შაბათს, 25 ოქტომბრის ღამითაც.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება