ლიეტუვის პრემიერი - ლიეტუვა ჩაკეტავს ბელარუსთან საზღვარს და ჩამოაგდებს ნებისმიერ საჰაერო ბუშტს, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს დაარღვევს - ჰიბრიდულ თავდასხმებს არ დავუშვებთ

მთავრობა ბელარუსთან საზღვრის დაკეტვის გეგმას განახორციელებს, რომელიც მხოლოდ იმ დიპლომატებსა და ევროკავშირის მოქალაქეებს არ შეეხებათ, რომლებიც ბელარუსს ტოვებენ, - ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინინემ უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ლიეტუვა ჩამოაგდებს ნებისმიერ საჰაერო ბუშტს, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს დაარღვევს.

„ამით ვუგზავნით სიგნალს ბელარუსს და ვეუბნებით, რომ აქ არცერთ ჰიბრიდულ თავდასხმას არ დავუშვებთ, ჩვენ ყველა მკაცრ ზომას მივიღებთ ასეთი თავდასხმების შესაჩერებლად“, - განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა.

მისი თქმით, ქვეყანა არ გამორიცხავს ნატო-ს მე-4 მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების მოწვევის შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, ლიეტუვამ, ქვეყნის ტერიტორიაზე ბელარუსიდან მეტეოროლოგიური ბუშტების შეფრენის გამო, ბელარუსთან სასაზღვრო გამშვები პუნქტები და ვილნიუსის აეროპორტი დროებით დახურა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს