კახა კალაძე 26 ოქტომბრის აქციაზე - რამდენი ადამიანი შეიკრიბება, საინტერესო არ არის - მათ არანაირი მხარდაჭერა, არანაირი თანადგომა  არ აქვთ

მე ვფიქრობ, ამ საკითხებით დრო არ უნდა დავკარგოთ, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანი თემები გვაქვს. რამდენი ადამიანი შეიკრიბება, ეს საერთოდ არ არის საინტერესო. ხედავთ, რომ მათ არანაირი მხარდაჭერა, არანაირი თანადგომა არ აქვთ, - ასე აფასებს თბილისის მერი, კახა კალაძე 26 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციას.

მისი თქმით, ქვეყნის უმრავლესობა მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს.

„მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყოველთვის, როდესაც წარმოადგენ პოლიტიკურ პარტიას, ხარ პოლიტიკაში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა. დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ის პოლიტიკური ძალა, ვისაც ქვეყნის უმრავლესობა უჭერს მხარს, ემხრობა იმ პოლიტიკურ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს, შესაბამისად, ეს ადამიანები არიან უმცირესობაში, დამარცხებულები არიან. მე მინდა ვიქონიო იმედი, რომ ბევრი გააანალიზებს და გააცნობიერებს, თუ რა პროცესები მიდის, რა ხდება, როგორ იყენებენ მათ, როგორ სწირავენ თუნდაც ციხისთვის, ეს არის მოცემულობა. შესაბამისად, ვისაც აქვს ანალიზის უნარი და შეუძლია გააკეთოს სწორი დასკვნები,ეს მათი საქმეა“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს