ნიკოლ ფაშინიანი - მზად ვართ, უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში

პირველი შემთხვევაა, როდესაც სომხეთის ბიუჯეტს აზერბაიჯანთან მშვიდობიანი ხელშეკრულების პირობებში განვიხილავთ, სომხეთის დამოუკიდებლობის მთელ ისტორიაში ასეთი წელიწადი და რვა თვე არასდროს გვქონია, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში „2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

„უკვე წელიწადი და რვა თვეა, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის მთელ ისტორიაში ასეთი წელიწადი და რვა თვე არასდროს გვქონია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დამყარებულმა მშვიდობამ ახალი ფაქტები და გარემოებები გამოავლინა.

„კერძოდ, ვგულისხმობ აზერბაიჯანის განცხადებას, რომ ბაქო ხსნის ტრანზიტთან დაკავშირებულ შეზღუდვებს სომხეთისთვის. ეს, არსებითად, ისტორიული მოვლენაა, რომელიც სომხეთის წინააღმდეგ ბლოკადის მოხსნის პირველ ეტაპს აღნიშნავს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სომხეთმა უპასუხოს ამ განცხადებებს და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. ამჟამად ჩვენი პასუხი ასეთია: დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში, კერძოდ, მარგარა-ეღეგნაძორი-სისიანი-გორისის მარშრუტით“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს