მოსამართლე შსს-ს იურისტს - კიდევ ერთხელ გავალებთ, მოიძიოთ მტკიცებულება, რომ თამარ გიორგაძე გზას ხელოვნურად კეტავდა მაშინ, როცა ამისთვის შესაბამისი რაოდენობის ხალხი არ იყო - დავალება მოგეცით და ეს უნდა შეასრულოთ, პოლემიკა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია!

კიდევ ერთხელ გავალებთ, მოიძიოთ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ თამარ გიორგაძე გზის სავალ ნაწილზე იმყოფებოდა და მას ხელოვნურად მაშინ კეტავდა, როცა ამისთვის შესაბამისი რაოდენობის ხალხი არ იყო, - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ნინო ენუქიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.

დღევანდელ სხდომაზე აქტივისტ თამარ გიორგაძის ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უნდა ემსჯელათ. აღნიშნული საქმის განხილვა გასულ სხდომაზეც იმ მიზეზით გადაიდო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გიორგაძის მიერ გზის გადაკეტვის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულება უნდა წარმოედგინა, თუმცა, ის არც დღევანდელ პროცესზე ჰქონდა წარმოდგენილი.

სწორედ აღნიშნულის შემდეგ მიმართა მოსამართლემ ადმინისტრაციულ ორგანოს და დამატებითი დრო განუსაზღვრა ვიდეომტკიცებულების წარდგენისთვის.

შსს-ს წარმომადგენელმა პოზიციის დაფიქსირება დააპირა, თუმცა ენუქიძემ ამის საშუალება არ მისცა.

„დავალება მოგეცით და ეს უნდა შეასრულოთ, პოლემიკა და დისკუსია აქ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია!“ - მიმართა მოსამართლემ შსს-ს იურისტს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ვიდეომასალა წარადგინა, საიდანაც მათი თქმით, ირკვევა, რომ აქტივისტი გზის სავალ ნაწილზე არ იდგა და ის ტროტუარზე დააკავეს.

შემდეგი სხდომა 17 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩატარდება. სწორედ, ამ დროისთვის უნდა წარმოადგინოს შსს-მ ვიდეომასალა.

თამარ გიორგაძეს, 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკვეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით და 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესუსრულებლობასა და გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი