მოსამართლემ აქტივისტ ამირან შარაშიძეს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული აქტივისტი ამირან შარაშიძე მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, შარაშიძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ამასთან, ცაცუამ შარაშიძის მიმართ ხულიგნობის მუხლით ადმინისტრაციული დევნა შეწყვიტა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შარაშიძე არ დასწრებია.

სწორედ ამ მიზეზით პროცესის გადადება მოითხოვა შარაშიძის ადვოკატმა, რადგან მისი თქმით, შარაშიძე გართულებული მდგომარეობის გამო კლინიკაში მოხვდა, საიდანაც ის დღეს, ხელწერილის საფუძველზე გაეწერა ბინაზე. ადვოკატი შარაშიძის გარეშე სხდომის გაგრძელებაზე უარს აცხადებდა, თუმცა მოსამართლემ პროცესი არ გადადო.

სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმომადგენლებმა პერიმეტრზე მყოფი პატრულ-ინსპექტორის ახსნა-განმარტებითი ბარათი წარმოადგინეს. სწორედ მისი სამხრე კამერის ჩანაწერი გამოითხოვა უწყებამ, თუმცა პოლიციელის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ სამხრე კამერა გამორთული იყო.

პროცესზე ორი პატრულ-ინსპექტორი დაიკითხა.

შსს შარაშიძის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მყოფი პირის ადვოკატი კი აცხადებდა, რომ გარდა პატრულ-ინსპექტორების ჩვენებისა, სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ შარაშიძემ პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ცნობისთვის, ამირან შარაშიძე 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი