პარლამენტმა უკან გაიწვია გასულ კვირას ინიცირებული და დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილი ცვლილებები, რომელიც ახალარჩეულ საკრებულოებში ახალი თანამდებობების შექმნას ითვალისწინებდა

პარლამენტმა უკან გაიწვია გასულ კვირას ინიცირებული და დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილი ცვლილებები, რომელიც ახალარჩეულ საკრებულოებში ახალი თანამდებობების შექმნას ითვალისწინებდა.

საუბარია “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის ამოქმედების შედეგად თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ერთი მოადგილე ემატებოდა და სამი მოადგილის ნაცვლად, ოთხი მოადგილე ეყოლებოდა. გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ კანონის პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, აღნიშნული ცვლილებები მუნიციპალიტეტბისთვის ფინანსური ტვირთის გაზრდას იწვევს, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება