თბილისის მერია - თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციულ ზონაში დემონტაჟი განახორციელა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო მშენებლობების შესაჩერებლად და სახელმწიფო თუ თვითმმართველის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცების აღსაკვეთად, მახათას მთის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში სპეციალური ღონისძიება ჩაატარა - განხორციელდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო კაპიტალური მშენებლობების დემონტაჟი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დედაქალაქში გააქტიურდნენ ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც ახორციელებენ უკანონო მშენებლობებს სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცების მიზნით. ასევე, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული კანონდარღვევა ხორციელდება სარეკრეაციო და სატყეო ზონებში, რაც ასევე, იწვევს უნიკალური მწვავე ნარგავების დაზიანებას და გაჩეხას.

მუნიციპალური ინსპექცია ინტენსიური მონიტორინგის მეშვეობით, პრობლემური ლოკაციების გამოვლენის შემდეგ, ქმედით ღონისძიებებს ახორციელებს უკანონო მშენებლობების და სარეკრეაციო/სატყეო ზონების მიტაცების აღსაკვეთად.

„დედაქალაქში იდენტიფიცირებული გვაქვს პრობლემური ტერიტორიები, სადაც ვგეგმავთ და ვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს, უკანონო მშენებლობების აღკვეთისა და სარეკრეაციო თუ სატყეო ზონების დასაცავად. უკანონო მშენებლობა არ ნიშნავს მხოლოდ სახელმწიფო ტერიტორიის მიტაცებას და ქაოსურ განაშენიანებას, ამ პროცესში ასევე, ზიანდება და იჩეხება უნიკალური მწვანე ნარგავები, ნადგურდება სარეკრეაციო და სატყეო ზონები. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ნუ მიიღებენ მონაწილეობას უკანონო საქმიანობაში. მუნიციპალური ინსპექცია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ყველა ასეთ შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებენ და უზრუნველყოფენ სამართალდარღვევის ეფექტიანად აღკვეთას, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, გოგი ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს