პროკურორი - ბრალდების მხარისთვის თორნიკე რიჟვაძის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია უცნობია, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი დაკითხვა ამ ეტაპზე არ მომხდარა

ბრალდების მხარისთვის თორნიკე რიჟვაძის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია უცნობია. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი დაკითხვა ამ ეტაპზე არ მომხდარა, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, რიჟვაძე მოწმედ დასაკითხ პირთა სიაშია, შესაბამისად, მას ბრალდების მხარე სასამართლოში დაკითხავს.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო ალექსი ახვლედიანის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოვთქვით, ასევე, წარმოდგენილი გვყავდა ერთი მოწმე გამომძიებელი დასაკითხად, თუმცა, დაცვის მხარემ აღნიშნული მოწმე უდავოდ მიიჩნია. ბრალდების მხარე გამოიკვლევს ყველა მტკიცებულებას და სასამართლო დარწმუნდება, რომ ალექსი ახვლედიანმა ცეცხლსასროლის დაუდევრად შენახვა განახორციელა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მიღებული გვაქვს სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნები, მისაღებია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა",- განაცხადა ჭიტაძემ.

ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.

ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება