პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხს განიხილავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

პიტერ სიიარტოს თქმით, აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების „იურიდიულ და ფიზიკურ გავლენას“ უნგრეთი მიმდინარე კვირაში შეაფასებს.

„საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი ამ საკითხს მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს“, - განაცხადა სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ორბანისა და ტრამპის შეხვედრა მომავალი კვირის მეორე ნახევარში გაიმართება, თუმცა სიიარტოს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

ამასთან, ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უნგრეთმა ნავთობის მიწოდების ალტერნატიული წყარო უნდა იპოვოს.

„ჩვენს მეგობრებს უნგრეთში ბევრი დაგეგმვა მოუწევთ და ჩვენ, როგორც კეთილი მოკავშირეები, მათ დავეხმარებით ამ გეგმების განხორციელებაში, რათა რუსულ ნავთობსა და გაზს ჩაეხსნან. მეზობლებისგან განსხვავებით უნგრეთს რაიმე სახის კონკრეტული გეგმა არ შეუმუშავებია და აქტიური ნაბიჯები არ გადაუდგამს. ამიტომ, ჩვენ ამის მისაღწევად მათთან და მათ მეზობლებთან, როგორიც ხორვატია და სხვა ქვეყნებია, მუშაობას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა უიტაკერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი