თეონა აქუბარდია - ივანიშვილმა საბჭოთა საქართველო დააბრუნა, კრძალავს პარტიებს და ზღუდავს ადამიანებს პოლიტიკაში - როგორც ჩანს, „შავი სია“ დიდია

ივანიშვილმა საბჭოთა საქართველო დააბრუნა - კრძალავს პარტიებს და ზღუდავს ადამიანებს პოლიტიკაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ დიდი „შავი სია“ აქვს და ამ სიაში მოხვედრის საფრთხე რეალურია ყველასთვის, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ აზრს გამოთქვამს.

აქუბარდიას განცხადებით, იმედს აძლევს საზოგადოების მზარდი წინააღმდეგობა და ხელისუფლების ქმედებების მიუღებლობა.

„როგორც ჩანს, „შავი სია“ დიდი აქვთ. როგორც კი საფრთხეს დაინახავენ, აუცილებლად ჩასვამენ სიაში. თვითონ თქვეს, შესაძლებელია პარტიასთან საერთოდ არ ჰქონდეს კავშირი, მაგრამ მიზანს იზიარებდეს. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არასდროს ვყოფილვარ, ამ არჩევნებზე ოთხივე პარტიას მიზანი გვქონდა - საქართველოს ევროპული მომავალი გადაგვერჩინა.

გვეგონა, საბჭოთა საქართველო წარსულში ჩავაბარეთ, მაგრამ ივანიშვილმა დააბრუნა იმით, რომ კრძალავს პარტიებს და ადამიების უკრძალავს პოლიტიკური აქტივობის შესაძლებლობებს. მე იმედს მაძლევს საზოგადოების დიდი ნაწილის მიუღებლობა, არ არის აუცილებელი ვიზუალურად რუსთაველის გამზირზე ჩანდეს“,- განაცხადა აქუბარდიამ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ საპარლამენტო ბოიკოტის გაუქმებაზე და პარლამენტში შესვლაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ივანიშვილის დამოკიდებულება გიორგი გახარიას მიმართ განსაკუთრებულად მტრულია, ამიტომ პარტიის პარლამენტში შესვლით მოხდება „დანდობა“.

აქუბარდიას თქმით, მმართველი პარტია ამ ნაბიჯს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს და იტყვის, რომ პარლამენტი არ არის ერთპარტიული.

„არ მაქვს ილუზია, რომ გიორგი გახარიას მისამართით იქნება დანდობა, რაც არ უნდა პარლამენტში შევიდნენ და ადგილი დაიკავონ. ივანიშვილს იმხელა ბოღმა აქვს გიორგისთან მიმართებაში - მას უწოდა მოღალატე, რაც არავისზე არ უთქვამს. არ ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა შემხვედრი ნაბიჯი იყოს, თუნდაც პარლამენტში შესვლა, რამეს გადაარჩენს. მძიმე ერთი წლის შემდეგ, არ ვფიქრობ, რომ პარლამენტში ხალხის საქმე გაკეთდეს. ივანიშვილის რეჟიმმა არა თუ საკუთარ ხალხს მოუსმინა, ციხეში ჩაყარა, ჯარიმები გამოუწერა, დააწიოკა.

პარლამენტი არ არის ერთპარტიული. „ქართულ ოცნებას“ საშუალება მიეცემა თქვას, რომ პარლამენტში ოპოზიცია ჰყავს. ეს რიტორიკა საკუთარი ამომრჩევლებისთვის იქნება და არა დასავლეთისთვის, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ესენი ვინ არიან - მატყუარა, დეზინფორმატორი და ანტიდასავლურ ძალად არიან შეფასებულები.

მათ დასჭირდებათ მორალური მხნეობა და გამძლეობა, რომ აიტანონ ის ჭუჭყი და შეურაცხყოფა, რომელსაც პარლამენტში ყოველდღიურად მიიღებენ. თუკი თვითმმართველობის არჩევნებს დავაკვირდებით პარტიებმა ამომრჩევლები დაკარგეს. თუ რამე გათვლა აქვთ, წარმატებებს ვუსურვებ მათ“,- განაცხადა აქუბარდიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება