მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპს სავაჭრო მოლაპარაკებების ვადის გახანგრძლივების შესახებ შეუთანხმდა

მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით, დონალდ ტრამპს სავაჭრო მოლაპარაკებების ვადის გახანგრძლივების შესახებ შეუთანხმდა.­

მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ცნობით, ივლისში მიღწეული შეთანხმების ვადა, რომლითაც აშშ-ის მიერ მექსიკურ საქონელზე დაწესებული ტარიფების 30%-მდე გაზრდა 90 დღით შეჩერდა, რამდენიმე კვირით გახანგრძლივდება.

„შევთანხმდით, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში მუშაობას კვლავ გავაგრძელებთ, რადგან სამთვიანი ვადა 1-ელ ნოემბერს იწურება. ამ საკითხს თითქმის ვხურავთ. ჩვენი გუნდები კვლავ მუშაობენ“, - აღნიშნა შეინბაუმმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბარი „ძალიან ხანმოკლე იყო და მხოლოდ ვაჭრობას შეეხებოდა“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს