მამუკა ხაზარაძე - საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ - არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან ივანიშვილის არაბულ აფიორასთან, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, სახელმწიფოს არაფერი ესაქმება კერძო დეველოპერულ კომპანიაში აქციონერად, შესაბამისად, მისი აზრით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან "ივანიშვილის არაბულ აფიორასთან!".

"საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ. თბილისსა და გონიოში თითქმის 800 ჰექტარზე ორი ანკლავი გაჩნდება. ეს ამსტერდამის ცენტრის ან ნიუ-იორკში, მანჰეტენის ზომის ტერიტორიაა. უკვე დაანონსებულ ფასს მხოლოდ არაბები თუ შეწვდებიან, რადგან ქართველისთვის დღეს ეს შეუძლებელია. ამ გარიგებით მივიღებთ ორ დასახლებულ არაბულ სატელიტ ქალაქს ბათუმსა და თბილისში.

სახელმწიფოს არაფერი ესაქმება კერძო დეველოპერულ კომპანიაში აქციონერად. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან პირდაპირ რომ ვთქვათ - ივანიშვილის არაბულ აფიორასთან! ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება!

პირდაპირ ვამბობ, ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს!

ეს დანაშაულია!", - წერს ხაზარაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს