თანამედროვე სამყაროში ხშირად გვესმის თუ როგორ შეცვლის AI ადამიანებს სხვადასხვა სამუშაო პოზიციაზე. World Economic Forum-ის ცნობით, AI 85 მილიონ სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებს, მაგრამ ამის სანაცვლოდ 97 მილიონ ახალ ადგილს შექმნის.
ამ ფონზე, ბევრი ექსპერტი თანხმდება, რომ AI სრულად ვერ შეცვლის სამუშაო ძალას, რადგან ჯერჯერობით ვერ დაეუფლა ისეთ უნიკალურ ადამიანურ თვისებებს, როგორიცაა მაგალითად ემპათია. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ გაიზრდება მოთხოვნა ისეთ პროფესიონალებზე, რომლებიც AI ინსტრუმენტებს კარგად ფლობენ და მათ ყოველდღიური რუტინის გამარტივებაში იყენებენ.
„ფლომასტერის“ გუნდში გვჯერა: იმის ნაცვლად, რომ AI აღვიქვათ როგორც კონკურენტი ან საფრთხე, უმჯობესია, ის პირად ასისტენტად ვაქციოთ და ვისწავლოთ მასთან ერთად უკეთ და ეფექტურად მუშაობა. AI გვეხმარება მოვიგოთ ყველაზე ძვირფასი რესურსი - დრო.
ჩვენ გაგიზიარებთ სტრატეგიებს, თუ როგორ გამოვიყენოთ AI, როგორც პირადი ასისტენტი და გავზარდოთ პროდუქტიულობა.
დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით
პროდუქტიულობა მხოლოდ დროის დაზოგვა არ არის, არამედ შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებაცაა. ნუ ეცდებით, რომ ხელოვნურ ინტელექტს ერთბაშად რთული პროექტები მიანდოთ. უმჯობესია პატარ-პატარა, განმეორებადი ამოცანებით დაიწყოთ.

შექმენით “პრომპტების ბიბლიოთეკა”
AI-სთან მუშაობა გამოცდილ კოლეგასთან საუბარს ჰგავს - რაც უკეთ აუხსნით, რა გჭირდებათ, მით ზუსტ პასუხს მიიღებთ. როდესაც AI-სგან კარგ შედეგს მიიღებთ, აუცილებელია, შეინახოთ შეკითხვის ან დავალების ის კონკრეტული ფორმულირება (Prompt), რომელიც გამოიყენეთ.
დროთა განმავლობაში დააგროვებთ ეფექტური შაბლონების ბიბლიოთეკას, რაც მომავალში სამუშაო პროცესებს მნიშვნელოვნად დააჩქარებს. მაგალითად: HR სპეციალისტს შეუძლია შეინახოს ის პრომპტი, რომელიც საუკეთესოდ აყალიბებს ვაკანსიის აღწერილობას (ვთქვათ: "შექმენი სტრუქტურირებული ვაკანსიის აღწერა 'უფროსი მარკეტინგის მენეჯერისთვის', აქცენტით ანალიტიკურ უნარებზე და დაამატე 5 საკვანძო კითხვა გასაუბრებისთვის").
AI როგორც “ეშმაკის ადვოკატი”
AI უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, შევამოწმოთ ჩვენი იდეების სიმყარე, სანამ მათ რეალურ აუდიტორიას წარვუდგენთ. მაგალითად სთხოვეთ AI-ს, დაუპირისპირდეს თქვენს იდეას, მოიძიოს სუსტი წერტილები, პოტენციური რისკები - როგორც ამას ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი კოლეგა გააკეთებდა.
მაგალითად, თუ თქვენი წინადადება ახალ მარკეტინგულ სტრატეგიას ეხება, AI-მ შეიძლება მიგითითოთ, რომ აუდიტორიის არასწორ სეგმენტზე აკეთებთ გათვლას. ამგვარი სიმულაციური წინააღმდეგობის გავლა საშუალებას გაძლევთ, წინასწარ მოამზადოთ კონტრარგუმენტები და გაცილებით დამაჯერებელი პრეზენტაციით წარდგეთ აუდიტორიასთან.

ხელოვნური ინტელექტი ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც უამრავ ინფორმაციას ფლობს, თუმცა ის არ არის უშეცდომო. ამიტომ, ყოველთვის გადაამოწმეთ ფაქტები, რიცხვები, თარიღები. პროფესიონალის მთავარი ღირებულება სწორედ კრიტიკული აზროვნება და ფაქტების დამოწმებაა, რაც AI-ს მუშაობის ხარისხს უზრუნველყოფს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ჩვენი არსებული უნარების 40% მომდევნო ხუთ წელიწადში დაკარგავს აქტუალობას. ეს გვაიძულებს, რომ ცოდნის განახლებასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდეს თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა. კომპანიები დღეს ეძებენ კადრებს, რომლებსაც AI-სთან მუშაობა შეუძლიათ. LinkedIn-ის კვლევა აჩვენებს, რომ გასულ წელთან შედარებით 6-ჯერ მეტია იმ ვაკანსიების რაოდენობა, რომლებიც საკვალიფიკაციო უნარებში AI ინსტრუმენტების ფლობას ითხოვს.
გსურთ გაიგოთ მეტი პირად და პროფესიულ განვითარებაზე? ჩვენი Youtube არხი flowmaster.online ასობით ვიდეოს გთავაზობთ ისეთ თემებზე როგორიცაა, კარიერული განვითარება, ბიზნეს კომუნიკაცია, მენეჯმენტი, პროექტების მართვა და სხვა. შემოგვიერთდით!
(R)