საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობის დაკავების შეზღუდვის გამონაკლისს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობა ემატება

საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობის დაკავების შეზღუდვის გამონაკლისს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობა ემატება. ასევე, საჯარო სამსახურში მმართველობითი-სათათბირო ფუნქციის განხორციელებისათვის შექმნილ კომისიებსა და საბჭოებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა არაანაზღაურებადი საქმიანობა თანამდებობრივ შეუთავსებლობად აღარ დაკვალიფიცირდება.

შესაბამისი ცვლილებები “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

კანონპროექტის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, ხოლო ინიციატორი - მთავრობა.

„გამონაკლისი კეთდება - თუ კომისია ან საბჭო მმართველობითი ან სათათბირო ფუნქციის განხორციელებისთვის არის შექმნილი, საჯარო მოხელეს შეუძლია ამ საბჭოშიც დასაქმდეს, იმუშაოს, მისი ცოდნა და გამოცდილება გაზიარებული იყოს, მაგრამ მთავარია, რომ ამ ყველაფერში ანაზღაურება არ უნდა აიღოს. კვლავინდებურად ნარჩუნდება პრინციპი, რომ საჯარო ფინანსების ხელმომჭირნედ დახარჯვა მოხდეს. მთავარია, ადამიანებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ, მაგრამ ისევ და ისევ ანაზღაურების გარეშე“, - განმარტა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც საკითხი პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს